კახა კახიშვილი - რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

„ქართულმა ოცნებამ“ ორი წელი შეიძლება გამოიყენოს საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამავე კონტექსტში საუბრისას კახიშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ პარლამენტში არ შევიდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მისცეს სწორედ იმ კანონების მიღების საფუძველი, რომელსაც „ასე აკრიტიკებდნენ“.

პოლიტიკოსი 2024 წლის პარლამენტს, როგორც დროებით პარლამენტს ისე უყურებს.

„ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ 2024 წლის პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ მისცეს „კარტ-ბლანში“, თუნდაც იმ კანონების მიღებით, რომელსაც ასე აკრიტიკებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ რაოდენობით ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კანონებს ასეთი დოზით არ მიიღებდნენ.

მე 2024 წლის პარლამენტს ვუყურებ, როგორც დროებით პარლამენტს. ჩემი აზრით, ახლა მიდის იმის გამკაცრება, რაც თავის დროზე მიშვებული იყო და მიგვაშვებინეს. თავის დროზე ე.წ. ევროპელმა პარტნიორებმა, არასამართლიანი რეგულაციები მიგვაღებინეს, ფაქტობრივად, საძალაუფლებო ბერკეტები დამახინჯებული იყო, შესაბამისად, ორი წლის მანძილზე მოხდება ამ რეგულაციების გასწორება და შემდეგ შეიძლება სხვა ტიპის კანონმდებლობაც ვნახოთ, რომელიც მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში რომ ყოფილიყო, ამაზე აუცილებლად იქნებოდა დებატები და ბევრ კანონს ვერ მიიღებდნენ“,- განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ჩემი აზრით, ეს ორი წელი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას დასჭირდება, რომ გამოასწოროს და გაამკაცროს რეგულაციები, შეიძლება, სხვა ტიპის კანონმდებლობაც მიიღოს, რადგან მარტო არიან დარჩენილები და მაკონტროლებელი არავინ ჰყავთ და 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“,- აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ამასთან, კახიშვილი განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სურვილი შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილიყო, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიკურია და სხვა მომზადებას საჭიროებს. ის დასძენს, რომ „არ გარისკეს“.

„ამის სურვილი შეიძლება ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები იმდენად სპეციფიკურია, სულ სხვა მომზადება უნდა, ამიტომ არ გარისკეს. ეს ორი წელი შეიძლება გამოიყენონ საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა კახიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის