დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება.

„1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. მსგავსი რამ არავის უნახავს. რა თქმა უნდა, ხარჯებთან დაკავშირებით ყოველთვის ფრთხილად ვმოქმედებთ, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები ის არის, რაც უნდა ავაშენოთ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან გარშემო ძალიან ბევრი ცუდი ძალა მოქმედებს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე.

დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპი შეიარაღებულ ძალებს სწრაფად აღადგენს“.

„ძალიან მალე, პირველად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება. გადასახადის გადამხდელთა ყოველი დოლარის გონივრულად დახარჯვას ვაპირებთ: ლეტალურობასა და მზადყოფნაზე“, - დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა X-ზე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს