სტივენ დოუთი - “ქართულმა ოცნებამ” არ აჩვენა არანაირი ნიშანი, რომ დაუბრუნდებიან ევროპულ გზას - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა

“ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუთიმ განაცხადა.

კერძოდ, დოუთი გამოეხმაურა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის” (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდოს გადაცემას.

აღნიშნული ჯილდოს გადაცემა დიდმა ბრიტანეთმა და ეუთოს ფარგლებში მისმა შვიდმა პარტნიორმა ქვეყანამ მიიღეს, მათ შორის აშშ-მა, შვედეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, დანიამ, მონტენეგრომ და ნიდერლანდებმა.

“ვულოცავ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია) დემოკრატიის დამცველის პრესტიჟული ჯილდოს მოგებას, რომელიც გადაეცათ გაერთიანებული სამეფოსა და ეუთოს შვიდი პარტნიორის მიერ. საია არსებით მხარდაჭერას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებების აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევიან.

დემოკრატიული უკუსვლის, უკანონო დაპატიმრებებისა და დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების თვეების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვაში მათი მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის”, - განაცხადა დოუთიმ, რომლის კომენტარსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა