მედია - გერმანიაში „ქრისტიან დემოკრატები” და „სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეარხი n-tv კოალიციურ მოლაპარაკებებთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ფედერალური არჩევნებიდან ხუთი კვირის შემდეგ გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი” და “სოციალ-დემოკრატიული პარტია” კოალიციაზე შეთანხმდნენ.

აღინიშნება, რომ საბაზისო შეთანხმებას დღეს, 8 აპრილს, საღამოს მიაღწიეს და ახლა “საბოლოო დეტალებზე” მიმდინარეობს მუშაობა. წყაროების ცნობით, შედეგების გამოცხადება 9 აპრილს, შუადღით იგეგმება.

ასევე აღინიშნება, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის ბუნდესტაგში კანცლერად არჩევის თარიღად 6 მაისი განიხილება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს