პაატა დავითაია - ოპოზიციის პრობლემაა, რომ არათანმიმდევრულია, ვერ ახერხებს გაერთიანებას, ამიტომ ჩნდება ხელოვნური ოპოზიციის გაჩენის შანსი - ოპოზიციამ ჯობია საკუთარ გაქცევაზე ჩართოს წამმზომი, ვიდრე ივანიშვილის, გაუქმებამდე რამდენი თვე დარჩა?

ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ არათანმიმდევრულია, ვერ ახერხებს გაერთიანებას, ამიტომ ჩნდება ხელოვნური ოპოზიციის გაჩენის შანსი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, ოპოზიციის აკრძალვის თემით ხელისუფლება უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვას ახდენს.

„მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დასკვნები უნდა გააკეთოს და ხელოვნური ოპოზიცია კი არ უნდა შექმნას, არამედ უნდა შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელშიც დაიბადება ნორმალური ოპოზიცია. ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ არათანმიმდევრულია. ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას. ეს არის პრობლემები, რომლითაც ხელისუფლება სარგებლობს და ამიტომ ჩნდება ხელოვნური ოპოზიციის გაჩენის შანსი.

იცით, რატომ უნდა ხელისუფლებას ოპოზიციის აკრძალვა? იმიტომ, რომ ეკონომიკაზე აღარ ვლაპარაკობთ. არ ვლაპარაკობთ თემაზე, რომელიც არის მაგალითად მარცხენა სანაპიროს ჩამონგრევა, არ ვლაპარაკობთ იმ საცობებზე, რომელიც არის „ლაგუნა-ვერესთან“, ეს ეკონომიკური თემებია, ჩვენი ცხოვრების წესებია. არ ვლაპარაკობთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რაზე ვლაპარაკობთ? პარტიების გაუქმებაზე, ვინ რა თქვა და ვინ რას გააკეთებს. ეს არის სანახაობის შექმნა და ამ სანახაობით გამოდის, რომ საზოგადოება ხედავს, რომ ძლიერია ხელისუფალი.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ოპოზიციის აკრძალვა, თუ ოპოზიცია სუსტია, პაატა დავითაია პასუხობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციით დაიღალა და „თქვეს: არ გვინდა, საერთოდ არ გვჭირდებიან“.

„ისინიც დაიღალნენ. პარლამენტში არ შეხვედი, არ გაერთიანდი. ესენიც დაიღალნენ და თქვეს: არ გვინდა, საერთოდ არ გვჭირდებიან. პირდაპირ გეუბნებით, მესმის „ქართული ოცნების“ იმიტომ, რომ არათანმიმდევრულია ოპოზიცია. მოდით, ვთქვათ სიმართლე, თვითონ არ იციან რა უნდათ. მათაც თქვეს: არ გვჭირდება და მორჩა, მოდით, გავაუქმოთ. გააუქმებენ, ალბათ. გახსოვთ, ათვლა რომ იყო: ივანიშვილს მოსკოვში გაქცევამდე დარჩა 2 თვე? ადრეც ვთქვი, ოპოზიციამ ჯობია საკუთარ გაქცევაზე ჩართოს წამმზომი, ვიდრე ივანიშვილის. დარჩა წამმზომი ჩართული, ოპოზიციის გაუქმებამდე რამდენი თვე დარჩა?“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები