კონსტანტინე ზარნაძე - როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა 9 აპრილის მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია

როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა 9 აპრილის მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზარნაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მას მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

მისივე თქმით, 9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს.

„მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, რომლებმაც არ მომცეს უფლება, რომ მივსულიყავი მემორიალთან.

9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ საკუთარი თავი გადადეს. როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია. ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

შეგახსენებთ, 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა