ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას - ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს

გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, შესაბამისად, ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის, ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

მისი თქმით, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვას წინ აღუდგნენ.

„ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ NGO-ები და გარე გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი.

„ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ის, NED-ის თანხები ხმარდებოდა სხვა სახელმწიფოებში რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას. ეს არის პირდაპირი აღიარება, ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები. პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გამჭვირვალე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი იმისათვის. რომ ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხოების თემა. NGO-ები, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულშიც და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო