ირაკლი კობახიძე - ვერ ავყვებოდით გარე ძალების სცენარს, რომ საზოგადოება გახლეჩილიყო - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარშემო, საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული

ზუსტადაც, მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარე ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარშემო.

„თქვენ ხედავთ, რომ გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ ეს კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილება და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარე ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარშემო. საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას და საზოგადოების რეაქციას, ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. მე აქცენტი მქონდა პარალელზე - 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა.

ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს „დიფ სთეითი“. რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით გვექნება მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩა. ორიენტირებული ვიქნები აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებისკენ. ვართ მთავრობა, შესაბამისად, ვართ ყველას მთავრობა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში, ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ სწორი მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია