თინა ბოკუჩავა - მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საგანგებო დებატების შედეგად - დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს მწვავე ფორმულირებას, რომელიც იყო იანვარში

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გაიმეორებს „იანვრის სესიაზე მიღებულ მწვავე ფორმულირებას, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე“.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.

„მონიტორინგის კომიტეტის წევრები გუშინ და დღეს მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საქართველოზე საგანგებო დებატების შედეგად. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს ძალიან მწვავე ფორმულირებას, რომელიც ვიხილეთ იანვრის სესიაზე, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე მანამ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. დიდი ალბათობით, იგივე მოთხოვნები დარჩება ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ წულუკიანს და სხვებს, ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს თეორიულადაც კი მხოლოდ ოპოზიციის რანგში შეეძლებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რადგან ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მათი რეჟიმის დამარცხებას მოიტანს და საქართველოს დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის