ურსულა ფონ დერ ლაიენი - დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მივესალმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებისთვის მკაფიო, პროგნოზირებადი პირობებია აუცილებელი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-თან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს და ამისთვის მზად არის.

„ტარიფები გადასახადებია, რომლებიც ზიანს მხოლოდ ბიზნესსა და მომხმარებელს აყენებს. ამიტომ, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ნულოვან სატარიფო შეთანხმებას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 125%-მდე გაზარდა.

მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 15 აპრილიდან შევა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს