ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომებს 90 დღით აჩერებს

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირს სურს, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების შანსი მისცეს.

„გავითვალისწინეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ. ვასრულებთ რა ევროკავშირის საპასუხო ზომების მიღების პროცესს, რომლებსაც ჩვენი წევრი სახელმწიფოები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ. თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ჩვენი საპასუხო ზომები ამოქმედდება. შემდგომი საპასუხო ზომების მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. როგორც ადრე ვთქვი, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს