გია ვოლსკი 20 ივნისის საქმეზე - ობიექტურად უნდა ითქვას, რომ კითხვები, გუნდის შიგნით გარჩევები მაშინაც იყო - გახარიამ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მხარი დაუჭირა იმას, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო

ობიექტურად უნდა ითქვას, [20 ივნისის საქმეზე] კითხვები მაშინაც იყო, გუნდის შიგნით გარჩევები მაშინაც იყო - გახარიას ხელმძღვანელობის პერიოდში, პოლიციას არ ეტყობოდა, რომ ცუდი შედეგების თავიდან აცილებას ცდილობდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გახარიამ საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას დაუჭირა მხარი.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ჩამოსცილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რესურსებს, რომელსაც „ბოროტად იყენებდა“.

„ობიექტურად უნდა ითქვას, კითხვები მაშინაც იყო. გარჩევები გუნდის შიგნით მაშინაც იყო. ეს დასამალი არ არის. გახარიამ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მხარი დაუჭირა იმას, რომ რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო საქართველოში. ერთი იმით, რომ კატეგორიულად ითხოვდა, კონკრეტული დამნაშავე ადამიანი არ დაეკავებინათ და ეს ყველაფერი ემთხვეოდა სააკაშვილის განცხადებებს, რომ საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. შემდეგ უკვე, კრიზისი რომ ვერ შექმნა ამით, გადადგა. ამ გადადგომას უნდა მოჰყოლოდა მთელი რიგი პროცესები, რაც ასევე არ გამართლდა და დღეს შეაფარა პოლიტიკურ სივრცეს და ამ პოლიტიკური სივრციდან ცდილობს თავისი ჩანაფიქრის განვითარებას. გაპრემიერებით, ის ჩამოსცილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რესურსებს, რომელსაც ბოროტად იყენებდა. ამას პროცესი სჭირდებოდა. ასეთი სწრაფი დასკვნები რასაკვირველია არ იყო საჭირო, ვერც გააკეთებდი, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, რომ მისი ქმედებები არ იყო შემთხვევითი, ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო განზრახ ჩადენილი გარკვეულო ქმედებები. ეს დადასტურდა მისი კონკრეტული საქციელით, როდესაც იმის მაგივრად, რომ ქვეყანაზე ეზრუნა, შეეცადა აშკარად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებისთვის შეეწყო ხელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია