დავით უსუფაშვილი - „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა - ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები - მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?

„ქართული ოცნება“ იმაზე შორს წავიდა, ვიდრე თავად „ოცნება“ წარმოიდგენდა. ისინი უკვე ვეღარ უწევენ ანგარიშს სად მიდიან. ეს არის ორიენტაცია დაკარგული, თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც საკვებად აქვთ თავის მიერვე შეთხზული ზღაპრები, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა, იმ სტილის მმართველობის ადგილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ.

მისივე მოსაზრებით, არსებობს საერთაშორისო სისტემებიდან „ამოვარდნის საფრთხეც“.

„მოსკოვის გარდა ყველა საუბრობს იმაზე, რომ სერიოზული უკუსვლა გვაქვს. სტაგნაციაც კი არ არის, უკუსვლაა, რადგან ევროკავშირის კარებთან მდგომმა საქართველომ თქვა, რომ „არ მინდა მანდ“. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანს არ უნდა. იმიტომ, რომ რა სტილის მმართველობა შექმნეს, ეს არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ, ამიტომ ამისთვის გაწირეს ქვეყანა. ახლა დგება სხვა საერთაშორისო სისტემებიდან ნახევრად თუ სრულად ამოვარდნის საკითხი, მათ შორის, ევროსაბჭოს სისტემიდან.

შინაარსით, რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ადგილი ასეთ სისტემებში არ არის. მათ ურჩევნიათ იქ იყვნენ და იქ დაინახონ საქართველოს ადგილი, სადაც იმ ქვეყნის ლიდერები უარესს სჩადიან, უარესი სტანდარტებია - იქ უკეთ იგრძნობენ თავს.

სანქციები, რომელიც მათთვის მძიმე მოვლენაა, ისინი საქართველოს ასანქცირებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა და დაუკეტა უამრავი გზა, ის გზები, რომელმაც ქვეყანა უნდა წამოაჩინოს მსოფლიო არენაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს და საუბრობს თუ არა ამაზე ოპოზიცია პარტნიორებთან, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ლელო“ არ არის მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვისა და ასოცირების შეთანხმების შეჩერების,

„ლელო“ არის იმ მიდგომის მომხრე, რომ აღნიშნული საკითხები რეალურად არ დადგეს იმ მაგიდაზე, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ არ ვართ მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვის, არ ვარ მომხრე ასოცირების შეთანხმების შეჩერების, რადგან ეს უკუსვლა კი არ იქნება, ეს იქნება უფსკრულში ჩავარდნა, საიდანაც ამობობღებასაც შესაძლოა თაობების შრომა და ასწლეულები დასჭირდეს. ამასობაში ვხედავთ, რომ ევროპის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

ყველამ კარგად უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას, ევროპა არის ის, რაც იყო 2 წლის წინ, 5 წლის წინ და 16 წლის წინ. ვინ შეიცვალა? – „ქართული ოცნება“ და მისი რიტორიკა“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც კობახიძემ თქვა, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ - დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“.

უსუფაშვილის თქმით, 1989 წლის 9 აპრილის კონტექსტში რუსეთი იგულისხმა, ხოლო ახლა „საკუთარი თავი“.

ირაკლი კობახიძემ მაშინაც უცხო ძალა ბატონობდა რუსთაველზე და ახლაცო, მგონი დაუსახელებლად პირველ შემთხვევაში რუსეთს გულისხმობდა, მეორე შემთხვევაში საკუთარ თავს. კი, ამ ნაწილში კობახიძე მართალია, რუსთაველზე პარლამენტის შენობა, ამ პარლამენტის შენობაში სხედან ადამიანები, რომლებიც, სწორედ უცხო ძალას წარმოადგენენ და ძალადობენ საქართველოზე. მგონი, კობახიძემ ეს თქვა, რომ 36 წლის წინაც უცხო ძალა ანუ რუსეთი ძალადობა რუსთაველზე და დღესაც უცხო ძალა ვსხედვართ და ვძალადობთ საქართველოს მოსახლეობაზეო. სხვა ვინ ბატონობს, რომელი უცხო ძალა?

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარო ამბობს, როგორ კადრულობ ამ განცხადებას. როგორ აკადრებ ადამიანებს, არა მარტო მებრძოლებს, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ჯარისკაცებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც იმ კრიტიკულ მომენტში ბრძოლის ველზე იყვნენ. ანწუხელიძე არ იყო მარტო. ის რომ მარტო ყოფილიყო, ვერ იქნებოდა ანწუხელიძე.

ეს ძალა დრტვინავს, ბორგავს. შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ეს ძალა წალეკავს ყველაფერს, რაც ქვეყნის წინვლას უშლის ხელს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია