გიორგი ვაშაძე - წარმოგიდენიათ, რა მოხდება, მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაგვსვან? დახმარება გაჩერდება, ქვეყანა SWIFT-დან გაითიშება, ეკონომიკა ჩამოიქცევა - ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთონ კიდეც - ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ

ჯერ მინდა თეა წულუკიანისგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც! - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე” საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მის დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „თეა წულუკიანმა იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში და თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა“.

„პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც - კანონგარეშეა. კონსტიტუცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის გარეშე არ ითვალისწინებს, ამიტომ ორმაგ უკანონობასთან გვაქვს საქმე. მე ჯერ უარი არაფერზე არ მითქვამს, ჯერ მინდა თეა წულუკიანისგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. ოფიციალურად ჯერ არც ოქმი და არც წერილი მომსვლია. თეა წულუკიანმა ჯერ იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში, მათ მშობლებს დაელაპარაკოს, თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა. სტრასბურგით ამაყობს და თავი მოაქვს, მაგრამ იქიდანაც გამოაპანღურეს, როცა იქ ვაი დელეგაციით ჩავიდა. რომელ სტრასბურგის სტანდარტში ჯდება ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ? ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზია და კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც!

მათ მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა და გარემოებების შემზადებას ცდილობენ, ეს კი მათ სისუსტეზე მეტყველებს. მათ რომ ხალხის არ ეშინოდეთ, ტელევიზიების გაჩუმებას და ხალხთან ბრძოლას დაიწყებდნენ? თუ ძლიერი ხარ, რატომ ებრძვი მოქალაქეებს, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს? წადი და დანიშნე არჩევნები! 4 მიმართულებით აქვთ შეტევა - პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის აკრძალვა და მედიისა და პროტესტის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული ვიგინდარა, ნამუსგარეცხილი და გონდაკარგული ადამიანები.

წარმოგიდენიათ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ციხეში ჩასვან, რა მოდება შემდეგ? ვინმესთვის დაგვჭირდება შემდეგ ახსნა, დასასანქცირებლები არიან თუ არა? მოქმედი პოლიტიკოსის დაჭერა დიდ რეზონანს გამოიწვევს. გგონიათ, რომ შემდეგ საქართველოს გარეთ ფეხს გაადგამენ? ყველა დახმარება გაჩერდება, SWIFT-დან გაითიშება საქართველო და ეკონომიკა გაჩერდება, მყისიერად ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთოს და ვნახოთ ერთი, რა მოუვათ. ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გიორგი ვაშაძე, ასევე ბრიტანეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების სანქცირებასაც შეეხო. მისი შეფასებით, ბრიტანეთის ეს სანქციები „ძირითად დარტყმის წერტილთან მიახლოებაა“.

„ბრიტანული სანქციები მათთვის სერიოზული დარტყმაა, შეხედეთ სასამართლოში მისულ კობახიძისა და მოსამართლეების სახეებს. ასევე გამოჩნდა ისიც, რომ მათთვის ერთგულებას არანაირი ფასი არ აქვს. სანქცირებული პატრულის ხელმძღვანელი გაუშვეს პოლიციიდან. ბრიტანეთი ამაზე გაჩერებას არ აპირებს, ახლა გერმანიას აცალეთ! ბრიტანეთში ივანიშვილისა და რუხაძის სანქცირების საკითხი მაგიდაზე დევს. აშშ-ს სანქციებზე მძაფრი ბრიტანეთის სანქციებია, რადგან ქართული ბანკები იქ არიან წარმოდგენილი, მათ იციან, რომ თუ სანქცირებულ ადამიანებს მოემსახურებიან, თავადაც სანქციების საფრთხის წინაშე იქნებიან. „ქართუ ბანკი“, რომელიც ივანიშვილისაა, ისიც არ გაუხსნის ამ ადამიანებს ანგარიშს. [გუშინ დასანქციებული ადამიანები] ძირითადი დარტყმის წერტილთან მიახლოებაა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე, ასევე, 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირა „ქართული ოცნებისთვის“ „კატასტროფული“ იყო.

„ეს კვირა მათთვის კატასტროფულია - 9 აპრილის მემორიალთან ვერ მივიდნენ, ეს მორალური კრახია მათთვის, პატიმრების ოჯახის წევრებთან ვერ დადგებიან, რადგან მათთვის არაფერი არ აქვთ სათქმელი. საოკუპაციო რეჟიმი, რას გაუკეთებდა უფრო ცუდს, ვიდრე ესენი აკეთებენ? - ძლიერი ევროპისა და აშშ-ს გარეშე გვტოვებენ, ევროინტეგრაციას აჩერებს. 9 აპრილის მემორიალთან მას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ელოდნენ და თავს რომ პრემიერ-მინისტრს უწოდებს, რატომ ვერ ელაპარაკება საქართველოს მოქალაქეებს? ახალ წელს ვერ მიდიხარ, ნაძვის ხეს ვერ ხსნი, 9 აპრილის მემორიალთან ვერ მიდიხარ, [ჰკითხე თავს], რა დააშავე და რა გააკეთე ასეთი? მშობლები გელოდებოდნენ, მისულიყავი და გეთქვა - „მოდი შევრიგდეთ და ციხიდან გამოვუშვათ ახალგაზრდები“- აი, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა. ხომ შეგეძლო 9 აპრილი ეროვნული თანხმობისთვის გამოგეყენებინა? და არა ის, რომ ვერც საბჭოთა კავშირი, ვერც რუსეთი ახსენო და ვერც ის თქვა, თუ ვინ იმსხვერპლა ჩვენი მოქალაქეები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გიორგი ვაშაძე - წარმოგიდენიათ, რა მოხდება, მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაგვსვან? დახმარება გაჩერდება, ქვეყანა SWIFT-დან გაითიშება, ეკონომიკა ჩამოიქცევა - ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთონ კიდეც - ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ

ჯერ მინდა თეა წულუკიანისგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც! - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე” საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მის დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „თეა წულუკიანმა იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში და თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა“.

„პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც - კანონგარეშეა. კონსტიტუცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის გარეშე არ ითვალისწინებს, ამიტომ ორმაგ უკანონობასთან გვაქვს საქმე. მე ჯერ უარი არაფერზე არ მითქვამს, ჯერ მინდა თეა წულუკიანისგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. ოფიციალურად ჯერ არც ოქმი და არც წერილი მომსვლია. თეა წულუკიანმა ჯერ იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში, მათ მშობლებს დაელაპარაკოს, თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა. სტრასბურგით ამაყობს და თავი მოაქვს, მაგრამ იქიდანაც გამოაპანღურეს, როცა იქ ვაი დელეგაციით ჩავიდა. რომელ სტრასბურგის სტანდარტში ჯდება ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ? ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზია და კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც!

მათ მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა და გარემოებების შემზადებას ცდილობენ, ეს კი მათ სისუსტეზე მეტყველებს. მათ რომ ხალხის არ ეშინოდეთ, ტელევიზიების გაჩუმებას და ხალხთან ბრძოლას დაიწყებდნენ? თუ ძლიერი ხარ, რატომ ებრძვი მოქალაქეებს, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს? წადი და დანიშნე არჩევნები! 4 მიმართულებით აქვთ შეტევა - პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის აკრძალვა და მედიისა და პროტესტის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული ვიგინდარა, ნამუსგარეცხილი და გონდაკარგული ადამიანები.

წარმოგიდენიათ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ციხეში ჩასვან, რა მოდება შემდეგ? ვინმესთვის დაგვჭირდება შემდეგ ახსნა, დასასანქცირებლები არიან თუ არა? მოქმედი პოლიტიკოსის დაჭერა დიდ რეზონანს გამოიწვევს. გგონიათ, რომ შემდეგ საქართველოს გარეთ ფეხს გაადგამენ? ყველა დახმარება გაჩერდება, SWIFT-დან გაითიშება საქართველო და ეკონომიკა გაჩერდება, მყისიერად ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთოს და ვნახოთ ერთი, რა მოუვათ. ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გიორგი ვაშაძე, ასევე ბრიტანეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების სანქცირებასაც შეეხო. მისი შეფასებით, ბრიტანეთის ეს სანქციები „ძირითად დარტყმის წერტილთან მიახლოებაა“.

„ბრიტანული სანქციები მათთვის სერიოზული დარტყმაა, შეხედეთ სასამართლოში მისულ კობახიძისა და მოსამართლეების სახეებს. ასევე გამოჩნდა ისიც, რომ მათთვის ერთგულებას არანაირი ფასი არ აქვს. სანქცირებული პატრულის ხელმძღვანელი გაუშვეს პოლიციიდან. ბრიტანეთი ამაზე გაჩერებას არ აპირებს, ახლა გერმანიას აცალეთ! ბრიტანეთში ივანიშვილისა და რუხაძის სანქცირების საკითხი მაგიდაზე დევს. აშშ-ს სანქციებზე მძაფრი ბრიტანეთის სანქციებია, რადგან ქართული ბანკები იქ არიან წარმოდგენილი, მათ იციან, რომ თუ სანქცირებულ ადამიანებს მოემსახურებიან, თავადაც სანქციების საფრთხის წინაშე იქნებიან. „ქართუ ბანკი“, რომელიც ივანიშვილისაა, ისიც არ გაუხსნის ამ ადამიანებს ანგარიშს. [გუშინ დასანქციებული ადამიანები] ძირითადი დარტყმის წერტილთან მიახლოებაა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე, ასევე, 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირა „ქართული ოცნებისთვის“ „კატასტროფული“ იყო.

„ეს კვირა მათთვის კატასტროფულია - 9 აპრილის მემორიალთან ვერ მივიდნენ, ეს მორალური კრახია მათთვის, პატიმრების ოჯახის წევრებთან ვერ დადგებიან, რადგან მათთვის არაფერი არ აქვთ სათქმელი. საოკუპაციო რეჟიმი, რას გაუკეთებდა უფრო ცუდს, ვიდრე ესენი აკეთებენ? - ძლიერი ევროპისა და აშშ-ს გარეშე გვტოვებენ, ევროინტეგრაციას აჩერებს. 9 აპრილის მემორიალთან მას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ელოდნენ და თავს რომ პრემიერ-მინისტრს უწოდებს, რატომ ვერ ელაპარაკება საქართველოს მოქალაქეებს? ახალ წელს ვერ მიდიხარ, ნაძვის ხეს ვერ ხსნი, 9 აპრილის მემორიალთან ვერ მიდიხარ, [ჰკითხე თავს], რა დააშავე და რა გააკეთე ასეთი? მშობლები გელოდებოდნენ, მისულიყავი და გეთქვა - „მოდი შევრიგდეთ და ციხიდან გამოვუშვათ ახალგაზრდები“- აი, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა. ხომ შეგეძლო 9 აპრილი ეროვნული თანხმობისთვის გამოგეყენებინა? და არა ის, რომ ვერც საბჭოთა კავშირი, ვერც რუსეთი ახსენო და ვერც ის თქვა, თუ ვინ იმსხვერპლა ჩვენი მოქალაქეები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის