თაზო დათუნაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების დელეგიტიმაციის გზაზე - ამ ორგანიზაციიდან ჯერ მსგავსი ზეწოლა არ ყოფილა

ეს უმნიშვნელოვანესი რეზოლუციაა ხელისუფლების დელეგიტიმაციის გზაზე, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რას აკეთებს ღვარძლის კოლექტორი წულუკიანი საგამოძიებო კომისიით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რისთვისაც შეკრებილია ევროპის საბჭო,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, კიდევ ერთხელ, სრულად დაეთანხმა ქართველი ხალხის მთავარ მოთხოვნებს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნების“ ვერცერთი წარმომადგენელი ვერ წარმოადგენს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 1999 წლიდან არის და ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ ასეთი ზეწოლა ყოფილიყოს.

ეს უმნიშვნელოვანესი რეზოლუციაა ხელისუფლების დელეგიტიმაციის გზაზე, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რას აკეთებს ღვარძლის კოლექტორი წულუკიანი საგამოძიებო კომისიით, რომელიც პირაპირ ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რისთვისაც შეკრებილია ევროპის საბჭო, ევროპის ყველა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ დააფიქსირა, რომ ეს კომისია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე, თაზო დათუნაშვილი ბრიტანეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების სანქცირებასაც შეეხო. მისი შეფასებით, სანქციები, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა, მიმართულია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა, გამოძიების თავისუფლება და პოლიციის ინსტიტუტი მოსპეს.

„ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ინსტიტუციას იყენებენ საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შესაზღუდად, ჯანმრთელობის გასაფუჭებლად და საწამებლად. ამ ადამიანებს კი სჯიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ქვეყანაში სამართალი ვიპოვოთ. არ არსებობს გამოძიება, მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს სამართლიანად დაუპირისპირდნენ. ეს სანქციები გაგრძელდება. ამ სანქციებისგან გვერდის ავლა შეუძლებელია, რადგან ის ბანკები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, წარმოდგენილები არიან ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე. ამიტომ ყველა პირი ან ორგანიზაცია, რომლებიც ეცდებიან, რომ ამ ადამიანებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარონ, იმავენაირად იქნებიან დასჯილნი. ეს არის მცდელობა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გონს მოეგოს და საზოგადოების რეპრესიები და დემოკრატიის მკვლელობა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები მეთოდურად ოლიგარქამდე და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე უმაღლეს წრეებამდეც მივა“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის