15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

15-16 აპრილს, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობა. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საუბარი ასევე შეეხო 15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო