გიორგი კახიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო - როცა ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს ნიშნავს მათი დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას

ჩვენ მსგავსი არაერთი რეზოლუცია ვნახეთ, რომელშიც თავმოყრილი არის სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო კონკრეტული ფაქტები. ეს რეზოლუცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას გამოეხმაურა.

კახიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ოდირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო და ამის მიუხედავად, ევროსაბჭოში მაინც მიიღება ისეთი რეზოლუციები, სადაც საუბარია ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე, ეს ნიშნავს, ეუთო/ოდირის „დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას“.

„ამ რეზოლუციაში ვნახეთ, რომ საუბარი არის ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე. ეუთო/ოდირი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ევროპული ინსტიტუცია არჩევნებთან მიმართებაში, ოდირის დასკვნა გვახსოვს, როდესაც მან თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს ნიშნავს შენივე ინსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, მათი დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას. მგონი ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ იმიტომ, რომ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან როდესაც საუბარია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ხელისუფლება არის ლეგიტიმური, ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება ზოგადად ევროპულ ინსტიტუციებს აზიანებს და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ძალიან უარყოფით განწყობებს წარმოშობს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო