ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ - კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს

კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდება კონკრეტული დონორების მიერ, „რომლებიც ძალიან შორს არიან ევროპული ღირებულებებისგან“.

„რეალურად, ყველამ იცის, რომ ეს კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ. კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს. ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისედაც დისკრედიტირებულები არიან შესაბამისი დონორები ქართული საზოგადოების თვალში და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ, განიცადონ კიდევ უფრო მეტი დისკრედიტაცია. თუმცა ჩვენ მათ მაგივრად ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს და შევახსენებთ იმას, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდება კონკრეტული დონორების მიერ, რომლებიც ძალიან შორს არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ვიცნობდით ევროპული ღირებულებების სახით.

სწორედ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში და ეს, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში და იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ მიმართულებით ვითარება შეიცვლება”, - განაცხადა კობახიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა