ანა დოლიძე - დღეს ე.წ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ,,კანალ რასიას”

რეჟიმის შეცვლის შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების ახალი მოდელი უნდა დავნერგოთ,- ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოქალაქეები „100 მილიონს იხდიან იმისთვის, რომ ხალხს ტვინი ურეცხონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პროპაგანდით“.

„დღეს ე.წ საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ,,კანალ რასიას“. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავისუფალი საუბრის და აზროვნების არავითარი სივრცე ამ არხზე არ არსებობს. რეჟიმის შეცვლის შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების ახალი მოდელი უნდა დავნერგოთ. დღეს, წელიწადში 100 მილიონს ვიხდით იმისთვის, რომ ხალხს ტვინი ურეცხონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პროპაგანდით. ჩემი სრული მხარდაჭერა საზმაუდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს“,- წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 11 აპრილს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიიდან წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს.

განცხადების თანახმად, „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას“.

დღეს „პირველი არხი“ დატოვა კიდევ ორმა თანამშრომელმა, თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა