ირაკლი კობახიძე - თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, განვიხილეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, გვაქვს ორმხრივად დადასტურებული ინტერესი, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყველა თემას შევეხეთ, რაც დაკავშირებულია ჩვენს პარტნიორობასა და ურთიერთობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე.

„ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე, ეკონომიკური კუთხით სტრატეგიული პარტნიორობა, გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი. მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატიც, რომელიც ჩვენ, თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად დღეს არსებული ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორმხრივად დადასტურებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან