ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რატომ ცდილობს „დიფ სთეითი" ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით და ბიზნესის რეკეტით გამორჩეული პოლიტიკური ძალა - ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საგამოძიებო კომისიაშია

უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენება არა მხოლოდ იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.

„ზოგადად, ადამიანებს ასე თუ ისე ყველაფერი გვავიწყდება, ემოციურ დონეზე მაინც. გარკვეულწილად, ყველას დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას და ამის მცდელობაა მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს, უნდა შეაფასოს, თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები - ე.წ. „დიფ სთეითი", ევროპელი ბიუროკრატების ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, თავის დროზე, გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით, მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია