აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

პროტესტის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ - „ანწუხელიძე უკვდავია", „დიდება გმირებს”, „საქართველო".

ასევე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქციის მონაწილეებმა რუთაველის გამზირის გადაკეტვა რამდენიმე საათის წინაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციის 136 დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს