გიორგი ვაშაძე - რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი „სიმართლე“, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს და გაჩუმდეს

ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაშაძის განცხადებით, ტყუილი და დეზინფორმაცია რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს.

"თუ ერს მოჰპარე იდეა, მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს, ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს.

ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის, ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს:

გმირობა გადაიქცეს სისულელედ,

მორჩილება – სიბრძნედ.

ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: „შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი „სიმართლე“, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს და ბოლოს გაჩუმდეს".

გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს გრძნობაში, მეხსიერებაში, სამშობლოში და თვით გმირშიც კი.

გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს, რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან:

ანწუხელიძე "უაზროდ გაწირეს"

ცხრა აპრილი – "უაზრო მსხვერპლი"

გმირობა – "პიარია"

რუსეთისადმი დათმობა – "პრაგმატიზმია"

დღეს ევროპა "მტერია", ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში "მშვიდობის საძიებლად".

„დიფსთეითი“ მარცხდება-"დიფსთეითი" იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი.

რას ვპასუხობთ ჩვენ?

როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა.

როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო.

როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება.

ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია!", - წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია