პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.

ამ მიმართულებით "ქართული ოცნების" უმრავლესობამ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელსაც 14 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამავე ცვლილებების ფარგლებში "ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა, ასევე, შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?