დონალდ ტრამპი სუმზე თავდასხმაზე - ვფიქრობ, საშინელება იყო, მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საშინელება იყო.

„ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როდესაც სთხოვეს განემარტა, თუ რას გულისხმობდა „შეცდომაში“, ტრამპმა უპასუხა: „მათ შეცდომა დაუშვეს, მათ ჰკითხეთ“.

ამასთან, მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.

„გახსოვდეთ ეს: ეს ბაიდენის ომია. მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და 117 - დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის