ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის TAURUS -ების მიწოდებაზე - ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით

გერმანიის მომავალი კანცლერი, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის TAURUS ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით“, - ციტირებს მედია მერცს.

მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, უკვე ამარაგებენ კიევს ფრთოსანი რაკეტებით.

„ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მიწოდებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ ეს მოხდება, „გერმანიამ მათში მონაწილეობა უნდა მიიღოს“.

მისი თქმით, უკრაინის არმიას თავდაცვიდან გამოსვლა სჭირდება.

„სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რეაგირება შეეძლოთ, მაგრამ დროა, მათ შეძლონ იმის ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რა ხდება“, - აღნიშნა მერცმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი