გია ვოლსკი - თუ ადამიანი გმირია, ეს არანაირად არ ამართლებს ხელისუფლებას, ის ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ სიცოცხლის შეწირვა აუცილებელი გახდეს - ადამიანებმა გმირობა ჩაიდინეს და არ იცოდნენ რა მზაკვრობით იყო ყველაფერი მოწყობილი, ამას იძიებს კომისია

არსებობს გარკვეული ტრენდები, პროპაგანდისტული, სერიოზული და მზაკვრული გეგმები, რომელმაც უნდათ, რომ ახალგაზრდობა მოიზიდოს აქციებში, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას უქადის - ყველამ იცის, რომ ანწუხელიძე გმირია. საქართველოს გმირები არ აკლია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სტუდენტების მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა გმირობა ჩაიდინეს და არ იცოდნენ, რა მზაკვრობით იყო ყველაფერი მოწყობილი, ამას იძიებს კომისია.

„მართალია, შედეგს ვერ მიაღწიეს, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა ადამიანის ტვინში ჩანერგეს აბსოლუტურად ვითარებასთან და რეალობასთან შეუსაბამო გარკვეული ტრენდები და ფორმულირებები. ყველამ იცის, რომ ანწუხელიძე გმირია. საქართველოს გმირები არ აკლია. მისი ისტორიის განმავლობაში არაერთმა ჩაიდინა გმირობა, მაგრამ თუკი ადამიანი გმირია, ეს არანაირად არ ამართლებს ხელისუფლებას, ის ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ მისი სიცოცხლის შეწირვა აუცილებელი გახდეს. მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, თუკი რაღაც გარკვეულ კონსპირაციულ გეგმაზეა დამყარებული მისი ქმედებები.

მოხდა უბედურება - ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. იმ ბიჭებმა თავი გაწირეს, რომელთა ცხედრების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე მიატოვეს. ადამიანები, რომლებმაც თავი გაწირეს და იომეს - კიდევ მათ აბრალებდნენ ომის დაწყებას, რასაკვირველია, ამ ადამიანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე არანაირად არ არის დამცირებული. პირიქით, უნდა დააფასო, ხელისგულზე ატარო და მათი სულებისთვის ილოცო. მაგრამ ეს იმდროინდელ ხელისუფლებას ვერანაირად ვერ ამართლებს თავის ქმედებებში, რომ ადამიანების სიცოცხლის შეწირვა გახდა აუცილებელი. ვაჟკაცნი არიან ის ქალებიც და მოხუცებიც, რომლებმაც არ მიატოვეს საკუთარი სოფლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რაიმე თავის სამართლებელი აქვს იმის გამო, რომ ისინი ამ ზონიდან არ გამოიყვანეს. პირიქით - ეუბნებოდნენ, რომ რუსეთის არმია საქართველოსკენ არ მოდის და ეს სეპარატისტების პროვოცირებაა. ეს ადამიანები თუ ვაჟკაცები არიან და თავისით არ მორბიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ისინი უნდა აიძულოს, რომ სიკვდილის წინაშე უნდა დადგნენ და შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდონ. არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა დაუშვას ღალატის ტოლფასი ქმედება იმის გამო, რომ ზუსტად იცის, საქართველოში არც გმირი გამოილევა და იმ ბიჭებს, ვინც თავი შესწირა ქვეყანას, თავისი ღირსება და ოჯახები გააჩნიათ. გმირული ქმედებისა და ლაჩრული კონსპირაციული გეგმების დაჯახება, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა, რასაკვირველია, აბსოლუტურად თვალთმაქცი და ყალბი პროპაგანდის შედეგია, რის გამოც ახალგაზრდების გარკვეულ რაოდენობას თავი მოუყარეს და კომისიის თავმჯდომარეს სახლში, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიუვარდნენ იმ ლოზუნგის ძახილით. პირიქით, ვინც ეს მათ დაავალა, იმას უნდა შესძახონ და უთხრან, რომ ესენი გმირები არიან და თქვენ დამნაშავეები ხართ. ადამიანებმა თავისი ქვეყნისთვის გმირობა ჩაიდინეს და სულ არ იცოდნენ რა მზაკვრობით იყო ყველაფერი მოწყობილი. ამას იძიებს კომისია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ შეიძლება გარკვეული მოსაზრებები და შეკითხვები არსებობდეს ამ ადამიანების გმირობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ვოლსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო