გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - ნუ მიედ-მოედებით - ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა: დანიშნოთ ახალი არჩევნები, გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები

ნუ მიედ-მოედებით აქეთ-იქით, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა: დანიშნოთ ახალი არჩევნები, გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაშაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ოპოზიციურ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული.

უფრო მეტიც, ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” მიდით, გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ - მეთქი.

განა არ უნდათ, რომ მარტო თვითონ იყვნენ, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ კიდევ უფრო დაიმძიმონ თავიანთი ისედაც გამოუვალი და ჩიხური ვითარება.

ნუ მიედ-მოედებით აქეთ-იქით, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა:

  1. დანიშნოთ ახალი არჩევნები
  2. გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები.

თუ მართლა არ გეშინიათ, მოუსმინეთ ქართველ ხალხს და დროულად გადადგით ეს ნაბიჯი”, - წერს ვაშაძე “ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 14 აპრილს გამოაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ. შესაბამისად, მისი თქმით, “კოლექტიურ ნაცმოძრაობას", კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, „ქართული ოცნებაში“ განმარტეს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებში „სახელოვნად გამარჯვების“ შემდეგ მომზადდება.

„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში”, - განაცხადა მდინარაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა