ზურაბ პატარაძე - ხვალ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრები იწყება - მიხეილ ყაველაშვილს გავაცნობთ, როგორ მიმდინარეობს იმ დავალებების შესრულება, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან გვაქვს

ხვალ დილიდან აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრები იწყება - მიხეილ ყაველაშვილს გავაცნობთ ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს იმ დავალებების შესრულება, რომლებიც ჩვენ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი მიხეილ ყაველაშვილს, ასევე, გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენთვის დიდი პატივია, პრეზიდენტი ვისტუმროთ საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მას ექნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ პრეზიდენტს გავაცნობთ [ინფორმაციას] მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა პროგრამები არსებობს. ამასთან, როგორ მიმდინარეობს იმ დავალებების შესრულება, რომლებიც ჩვენ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გვაქვს.

ხვალ დილიდან აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრები იწყება. გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი საკითხები ქვეყნებს შორის, რაც დღის წესრიგში დგას. ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულება. ასევე, ეკონომიკური მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის დღის წესრიგში დგას. საუბარია იმ მეგაპროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან. ასევე, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას უფრო ახალ საფეხურზე გადაიყვანს“,- განაცხადა პატარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. მისი აზერბაიჯანში ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო