თამარ ჩერგოლეიშვილი - არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც ხალხი შექმნის - ხალხს თუ ბოიკოტის განწყობა ექნება, ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას ვერ გაბედავენ

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს „არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც ქართველი ხალხი შექმნის“.

აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჭეშმარიტებას: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი.

28 ნოემბერს რომ ხალხს ქუჩაში არ ეხუვლა, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში იჯდებოდა - ეს ჩემი მტკიცე რწმენაა. იგივე მოხდება ახლაც. ხალხს თუ ექნა ბოიკოტის განწყობა, ვერც გახარია, ვერც „ლელო“ და ვერც „ენმ“ („აჰლიანად“) მონაწილეობას ვერ გაბედავს. თუ არ ექნა, ცოლ-შვილიც რომ დააგირაოს ყველა პარტიამ, მაინც დაარღვევენ.

პირობის დარღვევა დამატებითი ზიანია და ჩვენ გვჯერა, რომ საპროტესტო ელექტორატი იმედგაცრუებებისგან უნდა დავიცვათ.

„ფედერალისტები“ იმ გარემოებების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს და უნებისყოფო ძალებს თეთრი დროშის ფრიალისგან შეაკავებს".- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს