ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ახალი პირობებით, მანამდე არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ორი პირობის შესრულების გარეშე აზრი არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას უთხრა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე, ეს იქნება არამხოლოდ პროტესტის მუხტის მოკვლა, არამედ რეჟიმის არაღიარების წყალში გადაყრა.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რაც საჯაროდ ბევრჯერ იქნა გაცხადებული, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ახალი პირობებით, რომელზე შეთანხმებულია ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, მანამდე არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ პირადად. არანაირი ადგილობრივი არჩევნები არ იქნება და ეს ზღაპრები, რომ ვითომ ოპოზიციამ შეიძლება დედაქალაქი მოიგოს და ა.შ. ეს არის ბოდვა, ტყუილი. ამ არჩევნებზე ადამიანები არ მივლენ. შეუძლებელია ამ არჩევნების მოგება, ისინი დაწერენ იმას, რაც უნდათ. თბილისზე ილუზიები, რომ 26 ოქტომბერს ჯამში ოპოზიციამ მოიგო, ეს არის ილუზიები.

რა გარემოებების ცვლილებებს ელოდებიან, უნდა ახსნას ყველამ, ვინც მაგას ამბობს. არსებობს ორი პირობა: ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ამის გარდა შეიძლება რაღაც პირობები შეიცვალოს ისე, რომ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდეს და ამის გამო ღირდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ეს უნდა თქვან. მაგრამ ესეთ პირობას ვერ ასახელებს ვერავინ. ყველა, ვინც ესეთ განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში ელოდება იმას, რომ მოკვდეს პროტესტი და მერე თქვან, რომ ქუჩიდან არაფერი გამოგვივიდა და ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ. ნანახი მაქვს ეს 2020 -ის არჩევნების შემდეგ.

გახარიამ თქვა, რომ ვერსიას იტოვებს, რომ შეიძლება [ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში] მიიღოს მონაწილეობა. ჩემი აზრით, თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა კონკრეტული პირობებით, რომელიც შეთანხმებულია ყველა მსხვილ ოპოზიციურ გუნდს შორის, არანაირი მონაწილეობას აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იქნება, პროტესტის მუხტის მოკვლა და ასევე, გარედან ის რაც აქამდე შევინარჩუნეთ, ამ რეჟიმის არაღიარება, სანქციების შემოღება და ა..შ ამ ყველაფრის წყალში გადაყრა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

ამასთან გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადება, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

გახარია სხვა პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რადგან ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა