მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნულისთვის ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო

საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.

„ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, ეს ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე“,-აღნიშნა ყაველაშვილმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.

„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო, ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო - საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნულისთვის ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა