საქართველოს სახალხო დამცველი ევროპარლამენტარ სერგეი ლაგოდინსკის შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2025 წლის 16 აპრილის საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპარლამენტის მწვანეთა ჯგუფისა და ევროპის თავისუფალი ალიანსის კოალიციის წევრს სერგეი ლაგოდინსკის შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე.

ასევე, სახალხო დამცველმა ევროპარლამენტარს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გააცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო