ნანა ბუთხუზი დოიაშვილის გათავისუფლებაზე - ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თეატრის ამბავი - „საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას”

“საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას”, - ამ ფრაზით გამოეხმაურა მსახიობი ნანა ბუთხუზი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.

მსახიობი საზოგადოებას მოუწოდებს, გააპროტესტონ, რაც ხდება.

“ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თეატრის ამბავი, ეს არის ქვეყანა. ეს თეატრი არის საქართველო. საქართველო ვარ მე და თითოეული ჩვენგანი. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა არის საროსკიპო. ვიმეორებ შექსპირის სიტყვებს - “საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას”. მსახიობები ამ შემთხვევაში არიან ადამიანები. ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო. დღევანდელ დღემდე თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. არ ვიცი ხვალ და ზეგ რას მოვიმოქმედებ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ქვეყანას ვუშველოთ”,- განაცხადა მსახიობმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო