ცოტნე კობერიძე - თუ მოსახლეობას გამოსავლად არჩევნებს დაუსახავ, უნდა გეტყობოდეს, რომ მოსაგებად გადიხარ ან იმგვარი ტიპის ბოიკოტში უნდა იყო,  მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ “ქართული ოცნება” სუსტდება

მოსახლეობას გამოსავლად არჩევნებს თუ დაუსახავ, იმასთან მიმართებაშიც უნდა გეტყობოდეს, რომ იმდენად ძლიერდები, იმდენად მუშაობაში ხარ ჩართული, რომ შენ მოსაგებად გადიხარ , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ყოფილმა წევრმა, ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

კობერიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მისვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ნაბიჯი არ გაჰკვირვებია.

“გახარიაზე გინდა ისე ისაუბრე, გინდა ასე ისაუბრე, მთელი საარჩევნო პერიოდი “ქოცია, ქოცია”-ს ვიძახდით, მერე აღმოვაჩინეთ, რომ დგება შედეგები, როცა მისი ხმები შენც გჭირდება, რათა დააკომპლექტო ხელისუფლება, მერე გიწევს მისი გათვალისწინება, მერე ისევ მასზე გაბრაზება, რომ უი, თურმე ეს ასეთი ყოფილა და ისეთი არა, მაგრამ ყველამ ვიცით. რა მნიშვნელობა აქვს, გახარია მივიდოდა თუ არა პარლამენტში, რომლის წევრიც არის. არის მისი წევრი და რამდენ ხანს უნდა მიკვირდეს გახარიასთან მიმართებაში პარლამენტისა და მისი დამოკიდებულება.

არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ გახარია არ გამოიყურებოდა ისე კარგად, რომ ამის გამო ის თამამად ამბობდეს, თითქოს იქ რამე დაასრულა. არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ სულ არ აინტერესებს, პარლამენტში ვინ მივიდოდა, ოღონდ ვინმე თეა წულუკიანს დალაპარაკებოდა ისე, როგორც ის (გიორგი გახარია) დაელაპარაკა. ყოველ შემთხვევაში, მე უნდა მიმეღო იმდენი ხმა, რომ გახარიას პოზიცია ჩემთან მიმართებაში არავის არ აინტერესებდეს, რომ ოპოზიცია გახარიას გარეშეც ყოფილიყო იმხელა უპირატესობაში, რომ მას რა პოზიცია ექნება თვითმმართველობასთან დაკავშირებით, არაფერს არ ცვლიდეს.

იმის გამო, რომ გახარიას არ მიუღია ცოტა ხმა და მისმა მონაწილეობამაც კი საკრებულოს არჩევნებზე, შეიძლება, აღარ დახატოს ის სურათი, რომ მარტო “ქოცები” არიან, ეს გახდა ახლა მთავარი პრობლემა და ამას სჭირდება მსჯელობა.

ჩემთვის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, სინამდვილეში, ის არის, რომ მოსახლეობას შენ გამოსავლად არჩევნებს თუ დაუსახავ, იმასთან მიმართებაშიც უნდა გეტყობოდეს, რომ იმდენად ძლიერდები, იმდენად ამ მუშაობაში ხარ ჩართული და გარკვეული, რომ შენ მოსაგებად გადიხარ - ეს უნდა უთხრა, რომ იმ არჩევნებს რაიმე ფორმით აზრი ჰქონდეს…ან თუ ბოიკოტში ხარ, იმგვარი ტიპის ბოიკოტში იყო, რომ ამ ბოიკოტის განმავლობაში მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ “ქართული ოცნება” სუსტდება. რომელი ნაბიჯიც არ უნდა აირჩიო, უნდა გეტყობოდეს მეტი ქმედება, მათ შორის, ახალ არჩევნებთან მიმართებაში”, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის