კანადის პრემიერი - დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, კანადის არჩევნებში მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ არის საუკეთესო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დასაპირისპირებლად.

„ბატონი პუალიევრი არ არის ჯასტინ ტრუდო. მეც არ ვარ ჯასტინ ტრუდო. კითხვა, რომელიც ამ არჩევნებში ისმის, არის ის, თუ ვინ დაუპირისპირდება ბატონ ტრამპს“, - აღნიშნა კარნიმ.

მისი თქმით, მზად არის, დაიცვას და გააძლიეროს კანადა.

„პრეზიდენტ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა“, - აღნიშნა კარნიმ.

კარნის „კონსერვატორი“ მეტოქის, პიერ პუალიევრის თქმით კი მარკ კარნი არ წარმოადგენს ცვლილებას კანადის „ლიბერალური პარტიის“ ათწლიანი მმართველობის შემდეგ და ის ზუსტად ისეთივეა, როგორც მისი წინამორბედი, ჯასტინ ტრუდო.

მარკ კარნიმ და პიერ პუალიევრმა ეს განცხადებები მონრეალში გამართული დებატების დროს გააკეთეს, რომელიც კვებეკის პროვინციის უდიდესი ქალაქია. პროვინციას თემთა პალატაში 343 ადგილიდან 78 აქვს და, როგორც წესი, გამარჯვების ერთ-ერთ გასაღებად ითვლება.

კანადაში საყოველთაო არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. მედიის ინფორმაციით, გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მმართველ „ლიბერალებსა“ და პიერ პუალიევის ოპოზიციურ „კონსერვატორებს“ შორის საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართება. არჩევნებისთვის 28 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო