მარკო რუბიო პარიზში ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, თავის ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს განიხილავენ.

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა სოფი პრიმასმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მალე საფრანგეთს ეწვევიან. მისი თქმით, ისინი ფრანგ ოფიციალურ პირებთან ერთად ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ საკითხებს ფართოდ განიხილავენ.

ამასთან, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგს და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს შეხვდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო