GCCA-იმ ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში, ი/მ გიორგი ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCCA-ის მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მანქანის გარბენის (ოდომეტრის) შესახებ ინფორმაცია - 190 952 კმ-დან 55 000 კმ-მდე შეამცირა/შეცვალა. შესაბამისად, ნივთის შეძენის დროს, მოვაჭრემ მომხმარებელს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტომობილის შეძენისას, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მანქანის გარბენის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ავტომობილის ცვეთის, ტექნიკური მდგომარეობის და ღირებულების განსაზღვრისას. კერძოდ, დაბალი გარბენის შემთხვევაში ფასი იზრდება, ხოლო მაღალის შემთხვევაში მცირდება. ასევე, მაღალი გარბენი ნიშნავს, რომ მანქანამ უფრო მეტად განიცადა ცვეთა და შეიძლება სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდეს.

GCCA-ის პოზიციით, გარბენი არის ფასის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი და წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, ხოლო ოდომეტრის მონაცემების უზუსტობით ან დამალვით ირღვევა ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი, სახელშეკრულებო პირობები, სამართლებრივი მოლოდინები და კანონმდებლობის მიხედვით იდენტიფიცირდება როგორც შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის ვალდებულებაა - უზრუნველყოს მომხმარებელთა სრული ინფორმირება ოდომეტრის შესახებ მკაფიოდ, გამჭვირვალედ და სრულყოფილად.

სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების საფუძველზე, მომხმარებელი ფასის პროპორციულ შემცირებას ითხოვს, რაც GCCA-ის შეფასებით ლეგიტიმურია და მოვაჭრის მიერ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოვაჭრეს განესაზღვრა - 1 თვის ვადა, რათა მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას“,-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის