დეა მეტრეველი - რამდენიმე პოსტი შემხვდა - „ნეტა, ვინ დათანხმდება მისი თანამდებობა დაიკავოსო?!“ არ გაგიკვირდეთ მთლად ახლობელი, კოლეგა და მეგობარი რომ ეგონათ, აი ისინი - გავლილი გვაქვს ეს გზა

რამდენიმე პოსტი შემხვდა - „ნეტა, ვინ დათანხმდება მისი თანამდებობა დაიკავოსო?!“, არ გაგიკვირდეთ მთლად ახლობელი, კოლეგა და მეგობარი რომ ეგონათ, აი ისინი - გავლილი გვაქვს ეს გზა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება.

როგორც მეტრეველი წერს, ეს „რუსული“ სერიალი ნანახი გვაქვს“.

„რამდენიმე პოსტი შემხვდა - „ვინ დათანხმდება ნეტა მისი თანამდებობა დაიკავოსო?!“, არ გაგიკვირდეთ მთლად ახლობელი, კოლეგა და მეგობარი რომ ეგონათ, აი ისინი. გავლილი გვაქვს ეს გზა, ნანახი გვაქვს ეს „რუსული“ სერიალი. ჰოდა, როცა გავიგებთ, დიდად ნუ გავოცდებით. სამარცხვინო დრო მოჰყავს რეჟიმს… ყველაზე წარმატებულებს რომ ასამართლებენ, გმირებს რომ აკნინებენ, გარშემო კი ხმამაღალი დუმილია და ყველა „სათავისოს დაჰკანკალებს“.

მხარდაჭერა თავისუფალ ქართულ ხელოვნებას, რომელიც ცოცხალი და დამოუკიდებელია. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა გამარჯვებამდე!“,- წერს დეა მეტრეველი.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა