„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა

­„ამბასადორი ჯგუფი“ ამბასადორი აილენდის პროექტით ინვესტორების დაინტერესებას და ამავდროულად აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ინოვაციური პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინა.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება. პროექტის განვითარების ფარგლებში 20 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენამ, რომელიც 14-16 აპრილამდე გრძელდებოდა, 85 ქვეყნიდან გააერთიანა 300-ზე მეტი მონაწილე და 25 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მსოფლიოს წინაშე, პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე წარგვედგინა და პარტნიორთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჩვენს ინოვაციურ წამოწყებაში ასახულმა, ქართული კულტურის სახასიათო ელემენტებისა და თანამედროვე მიდგომების ჰარმონიულმა ნაზავმა, გამოჩენილი ყურადღების თვალსაზრისით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა,”-აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში „ამბასადორი აილენდის“ სტენდს დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) გენერალური დირექტორი მარვან აჰმედ ბინ ღალიტი დელეგაციასთან ერთად ეწვია. გამორჩეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც პროექტის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ჰქონდა კუნძულის ვირტუალურ ტურში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტს როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულებაც გააჩნია, რაც საბოლოო ჯამში ბათუმს და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო