გიორგი ვაშაძე - დავით დოიაშვილის გათავისუფლება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის მოძალადე ხელი, ადრე თუ გვიან, ყველას შეეხება, თუ ეს რეჟიმი დარჩება

დავით დოიაშვილის გათავისუფლება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის მოძალადე ხელი, ადრე თუ გვიან, ყველას შეეხება, თუ ეს რეჟიმი დარჩება - რეჟიმს უჭირს!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი, ყველას ბრძოლაა“.

„დავით დოიაშვილის გათავისუფლება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის მოძალადე ხელი, ადრე თუ გვიან, ყველას შეეხება, თუ ეს რეჟიმი დარჩება.

მათ თეატრის სოლიდარობა, თავისუფალი აზრის გამოვლინება ვერ აიტანეს და გადაწყვიტეს, ყველა დასაჯონ.

ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი, ყველას ბრძოლაა, ვინც არ აპირებს, შეეგუოს უსამართლობას და რეჟიმის მონურ მორჩილებაში დარჩეს.

რეჟიმს უჭირს! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს