Reuters - მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს ჩატარებას მხარი დღეს გამართულ კენჭისყრაზე დაუჭირა.

არჩევნების თარიღის შესახებ მოლდოვის მმართველი, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ინიციატივას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მთავარი მეტოქე ყოფილი გენერალური პროკურორის, ალექსანდრე სტოიანოგლოს კოალიცია „ალტერნატივა“ იქნება.

ცნობისთვის, ალექსანდრე სტოიანოგლო გასულ წელს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან დამარცხდა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა