ანა დოლიძე - თეატრის მიმართ ბრძოლა საბჭოთა მმართველობაზე მიანიშნებს

თეატრის მიმართ ბრძოლა საბჭოთა მმართველობაზე მიანიშნებს - როდესაც ვსაუბრობთ საბჭოთა მმართველობაზე, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, ეს არის საბჭოთა მმართველობა, თავისუფლად მოაზროვნე, განსხვავებულად მოაზროვნე, პროტესტში ჩართული ადამიანის მიუღებლობა, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც თეატრის ხელმძღვანელობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

ანა დოლიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიზანმიმართული ანგარიშსწორება დავით დოიაშვილის მიმართ.

,,დავიწყოთ ცუდი ამბიდან, რასაც ჰქვია დავით დოიაშვილის გაშვება თეატრიდან, რასაც მოჰყვა განცხადებები. რეალურად, რომ დავუფიქრდეთ, როდესაც სვეტიცხოველში წყალი ჩამოგვდის და როდესაც გელათი ჩამოგვერეცხა, ამ დროს რეჟისორის გაშვება საერთოდ რა პრიორიტეტია, საერთოდ პოლიტიკურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური, მაგრამ როდესაც, ყოველდღე მოდის ინფორმაცია, რომ წყალი ჩამოდის სვეტიცხოველში, პარალელურად ვერა და ვერ დასრულდა გელათის რესტავრაცია და როგორ დასრულდება, როგორ წავა ეგეც არ ვიცით, ამ დროს მიადგნენ და რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის სამსახურიდან გაუშვეს დავით დოიაშვილი, ეს საქციელი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. როდესაც ვსაუბრობთ საბჭოთა მმართველობაზე, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, ეს არის საბჭოთა მმართველობა, თავისუფლად მოაზროვნე, განსხვავებულად მოაზროვნე, პროტესტში ჩართული ადამიანის მიუღებლობა. რა თქმა უნდა, ვერანაირი ჩახშობა და ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება, ამის კონკრეტული მაგალითები გვაქვს ისტორიიდან გამომდინარე, მთელი თაობები გაანადგურეს - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, სამსახურიდან კი არ მოხსნეს, დახვრიტეს, გაასახლეს ოჯახებით და ამის შემდეგ არ გამოვიდა არაფერი. ეს არის, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული ანგარიშსწორება ადამიანზე, რომელიც თავის გზას მაინც ნახავს, თავის თეატრს გააკეთებს, მაყურებელი ყოველთვის ეყოლება და მთელი პრობლემა ხომ ეს არის, რომ ის განსხვავებულია და ამიტომ უშვებენ სამსახურიდან, ვერაფერს ვერ დააკლებენ ვერც მას, ვერც ჩვენ, ვერც მთელ საქართველოს, ამას გვაჩვენებს ისტორიული გამოცდილება’’, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა