მედია - აშშ-ის მიერ იემენის საწვავის პორტზე განხორციელებულ ავიაიერიშებს, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო.

„ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდი ტკივილის მიყენებას თანამემამულეებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ არ შეაჩერებს ფართომასშტაბიან დარტყმებს, რომლებიც გასულ თვეში დაიწყო,თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები