ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს წერილით აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) მიმართავს.

„მოგიწოდებთ გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ეს რეგიონში ვიზიტის ნაწილია. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოემსახურება.

გასულ ოქტომბერს ეუთო-ს დამკვირვებლების დასკვნები, რომ პროცესი დაზიანებული იყო ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო კანონმდებლობების უარყოფითი გავლენითა და ამომრჩევლებზე ზეწოლით, კითხვის ქვეშ აყენებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას. მას შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი კამპანია და უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს.

მხოლოდ ამ კვირას, “ქართული ოცნების” მიერ მართულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოსთხოვს უცხოურ დონორებს - მათ შორის ეუთო-ს მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გრანტებისთვის მთავრობის დამტკიცება მიიღონ; დასაჯონ დაუმტკიცებელი გრანტების მიმღებები; და გაამკაცრონ პოლიტიკური პარტიების აქტიურობებზე შეზღუდვები.

აქამდე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უკვე გაამკაცრეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და მედიისთვის უცხოურ დაფინანსებაზე კონტროლი. მომდევნო კვირას თბილისში შეხვედრებს თუ მაინც განახორციელებთ, ამით მესიჯს გაგზავნით, რომ თქვენ - და პოტენციალურად ეუთო - მხარს უჭერთ “ქართული ოცნების” მთავრობას და მის ანტი-დემოკრატიულ ქმედებებს. თუნდაც ეს არის იყოს თქვენი განზრახვა, ყველა წარსული გამოცდილება იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ასახავს ვიზიტს როგორც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას. გთხოვთ, გადადოთ საქართველოში თქვენი ვიზიტი მანამდე, სანამ ვითარების გაუმჯობესება არ იქნება, რომელიც შესაბამისი იქნება ეუთო/ოდირის არჩევნებზე, უცხოური აგენტების კანონსა და დემონსტრანტების მოპყრობაზე წინა განცხადებებთან”, - ნათქვამია წერილში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია