მაია სანდუ - რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია

რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელსაც ვნახეთ და აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას წელსაც შეეცდებიან. კრემლი ფსონს იმაზე დებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. ეს მხოლოდ მოლდოვას არ ეხება, რადგან რუსეთს ახლა უკრაინა აინტერესებს. თუ რუსეთი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, იმის რისკი არსებობს, რომ რუსეთმა მოლდოვა ომში ჩაითრიოს.

„ჩვენ უკრაინასთან 1200კმ სიგრძის საზღვარი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეში მეგობარ ქვეყანასთან საზღვარი მოსკოვის მიერ კონტროლირებად ქვეყანასთან საზღვრად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, აქ რისკები უკრაინისთვის არსებობს, მაგრამ რისკები მოლდოვის რესპუბლიკისთვისაც იზრდება, რადგან ამ გზით რუსეთს მოლდოვის ომში ჩათრევა შეუძლია“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის