რომში, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

რომში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, აბას არაღჩსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში, ომანის საელჩოში მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ „გონივრული და ლოგიკური ბირთვული შეთანხმების მისაღწევად შესაძლებლობა ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს“.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდი გასულ შაბათს ომანის დედაქალაქ მასკატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორივე მხარემ „კონსტრუქციულად“ შეაფასა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები