მეუფე იაკობი - მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო - ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

ცუდ საქციელს მე ჩავიდენ თუ სხვა, უფლისათვის საზიზღარია და რაც უფლისთვის საზიზღარია, ვის აქვს უფლება თქვას, რომ ის კარგია და დააკანონოს? მრუშობის დაკანონება არ შეიძლება!,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტ ბრძოლაში ვიქნებით, მით მეტი ცილისწამება წამოვა და შემდეგ ბრძოლას დაიწყებენ.

„ცუდ საქციელს მე ჩავიდენ თუ სხვა, უფლისათვის საზიზღარია და რაც უფლისთვის საზიზღარია, ვის აქვს უფლება თქვას, რომ ის კარგია და დააკანონოს? მრუშობის დაკანონება არ შეიძლება! კაცს გამართლება არ აქვს თუ ცოლს ღალატობს, ან თუ ცოლი არ ჰყავს, მექალთანეა. ასევე სხვა იმას თუ მისდევს, არც მას აქვს გამართლება. როგორი გამყიდველი უნდა იყო, რომ მაგას შეეგუო, ვიღაცას მერე ჭკუაში მოუვა და მაგ კანონს დაეთანხმება. შევეცადოთ, რომ არც თანამდებობისა და არც სკამის გამო... არავითარი სკამი არაფრად არ ღირს.

ჩვენს ერს მოძლიერება სჭირდება, მადლობა ღმერთს, რომ ისე შეგვიყვარა, რომ ერთადერთი ერი დავრჩით, რომელიც არ შეშინდა და უფალიც ვაღიარეთ, ამით კი მსოფლიო გადავარჩინეთ. პანდემიის პერიოდში იყო ყველაზე დიდი ომი, ეშმაკი იბრძოდა და ყველაფრის დაკეტვა უნდოდა. არაფერი არ არის რუსეთ-უკრაინის ომი იმასთან, რაც ჩვენ ეშმაკთან ომი გვქონია. ჩვენზე, ქართველებზე გადაიარა და ვიღაცები კი ამას ვერ ხედავენ.

მინდა დედა თეოდორა და ამ მონასტრის დედა და დები დავლოცო, მაინც როგორ ებრძვიან ხოლმე ლაჩრები მათ და ამ დროს მსოფლიოში ვითომ ქალებს იცავენ. ხან ერთი ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, მერე ვერ გადამირჩებიან. არ ვემუქრები მაგრამ ჭკვიანად იყვნენ, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას.

რაც უფრო მეტ ბრძოლაში ვიქნებით, მეტი ცილისწამება წამოვა და პირდაპირ ბრძოლას დაგვიწყებენ, ქრისტესკენ თუ ვართ, რაც ქრისტეს გაუკეთეს, იმავეს გაგვიკეთებენ.

ჩვენი გოლგოთა თითოეულმა ჩვენგანმა და ერმა უნდა გაიაროს და დასასრულიც ბედნიერი იქნება“,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის