ზურაბ ცეცხლაძე - პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც  1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება - მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით

პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა 19 აპრილის აქცია, რომელიც ეძღვნება 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას, - ამის შესახებ დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან განუცხადა, სადაც 1 საათში სტუდენტების მიერ დაორგანიზებული აქცია დაიწყება.

"მრავალი წლის განმავლობაში ახალგაზრდების ასეთი აბობოქრება, ახალგაზრდების ასეთი ეროვნული სულისკვეთების დემონსტრირება არასდროს ყოფილა. ეს ახალგაზრდები მარშით მივიდნენ და ერის, სამშობლოს წინაშე დადეს ფიცი, რომ არავის დაუთმობდნენ არც შიდა და არც გარე მტერს საქართველოს, რომ გმირების სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას არავის დაუთმობდნენ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი დღეა, ამ აქციას ვუერთდებით პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები",- განაცხადა ცეცხლაძემ.

პარლამენტთან 20:00 საათზე სიტყვით გამოსვლები დაიწყება, შემდეგ, მსვლელობით სანაპიროს გავლით გმირთა მოედნისკენ გაემართებიან, სადაც ფიცის დადების ცერემონიას გამართავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები