პარლამენტთან, სტუდენტებისა და აქციების დროს დაკავებულთა მშობლების აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, სტუდენტებისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოსთან პატიმრების ოჯახის წევრებისა და სტუდენტების სიტყვით გამოსვლები იგეგმება. მათ ადგილზე სხვადასხვა წარწერით ბანერები აქვთ მიტანილი.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის გადაკეტილი არ არის. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივლენ, სადაც, მათი განცხადებით, ზუსტად ერთი წლის წინ, სტუდენტებმა „გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს, რომ იქამდე არ გაჩერდებოდნენ, ვიდრე საქართველოში რუსულ იმპერიალიზმს არ დაამარცხებდნენ“. აქციის მონაწილეობით ფიცის დადების ცერემონიალს კიდევ ერთხელ გაიმეორებენ.

აღნიშნულ აქციას „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები შეუერთდებიან, რის შემდეგაც ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.

აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.

დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისის პარალელურად აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები